12.სექტემბერი .2019 13:25

ხაზარაძე: არავისთან ვითანამშრომლებთ, დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე

views 495
უკან

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებისთვის.

ხაზარაძე იმასაც ამბობს, რომ ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ გეგმავს და არჩევნებში მისი პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

"პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომელთაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავისი მოღვაწეობით სხვადასხვა სფეროში, ქვეყნის სხვადასხვა დისციპლინაში და ინდუსტრიებში.

არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ასევე, ჩვენ ღია ვართ მედიისთვის, თქვენ პირველი გეცოდინებათ ჩვენი გეგმების შესახებ", - აცხადებს ხაზარაძე.

კითხვაზე, სამომავლოდ ხაზარაძის პარტია რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, ის ასე პასუხობს:

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როცა მოვხვდებით პარლამენტში, როცა გავალთ გამარჯვებულები არჩევნებზე, იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი".

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა