13.ივნისი .2019 00:20

VanMoof-ის ახალი თაობის ველოსიპედები

views 891
უკან

ჰოლანდიური კომპანია VanMoof-მა ახალი თაობის ველოსიპედები გამოუშვა. ელექტროველოები X2 და s2 ევროპის ბაზარზე მალე გამოჩნდება. X2 , S2-სგან განსახვავებით შედარებით პატარაა და 24-დიუმიანი ბორბლები აქვს.

ორივე მოდელი ძველი თაობისგან განსხვავებით, სრულიად თავიდან არის შექმნილი. VanMoof-ის ახალი ელექტრო ველოსიპედები, გარდა იმისა, რომ კომფორტულები და ტრენდულებია, უსაფრთხოების უნიკალური სისტემით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთი მოპარვა ფაქტობრივად გამორიცხულია.

ისინი ქსელურ კავშირში არიან და ადგილმდებარეობაზე წვდომა მეპატრონეს მარტივად აქვს.  ამას გარდა, თუ მფლობელი ველოსიპედს Bluetooth-ით არ აკავშირებს, მისი დაძვრა ადგილიდან შეუძლებელია.


წინასწარი შეკვეთით ველოსიპედების ფასი 2398 ევროს შეადგენს, ხოლო ბაზარზე X2 და S2 2798 ევროდ გაიყიდება.