08.იანვარი .2016 15:52

თბილისში Park Inn by Radisson-ის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

views 1537
უკან

საპარტნიორო ფონდი ადგილობრივ კომპანია "ბლოკ ინვესტთან" ერთად სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს. Park Inn by Radisson-ის აშენება თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმრო „თორის“ ადგილზე იგეგმება.

პროექტის თანახმად, სასტუმრო 200 ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და ფონდი გეგმავს შეავსოს ეს დეფიციტი.

მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა