14.აგვისტო.2019 18:33
ეკონომიკა

„საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარების დიდი შესაძლებლობები ადვილი დასანახია"

 „საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარების დიდი შესაძლებლობები ადვილი დასანახია"
მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩატარებას და სამზადისს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი აფასებს.

მისი განცხადებით, ფედერაციის გადაწყვეტილება 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე იყო ლოგიკური, რადგან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ბაკურიანში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


„უკვე რამდენიმე წელია, შესარჩევ კონკურსში ვარ ჩართული და ეს ძალიან ადვილი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ადვილი დასანახია საქართველოში და განსაკუთრებით, ამ მხარეში სათხილამურო სპორტის განვითარების შესაძლებლობები. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ „მთის განვითარების კომპანიასა" და საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან, რათა ყველა მიმართულება გაგვეხადა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე წელიწადში 14 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი ჩამოვა აქ და რადგან კარგად ვიცი, რამხელა სითბოს და მეგობრობას ვგრძნობდი საქართველოში თითოეული ადამიანისგან და რამდენად კარგი სამუშაო გარემოა აქ, როდესაც ეს სპორტსმენები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში, დარწმუნებული ვარ, იმავე შთაბეჭდილებებს წაიღებენ", - განაცხადა ჯოზეფ ფიდჯერალდმა.


საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გაწეული შრომისთვის. „ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუთმენლად ველოდებით თქვენთან ერთად მუშაობას მომდევნო წლებში, ხოლო 2023 წელს ძალიან წარმატებული ჩემპიონატის ჩატარებას",  - აღნიშნა ფიდჯერალდმა.


დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასას ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 16:30
86

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
549

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
244

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად