20.აგვისტო .2019 17:56

საქართველოს პრეზიდენტის ფონდის პრეზენტაცია 17 სექტემბერსაა დაგეგმილი

views 161
უკან

„17 სექტემებრს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის პრეზენტაცია“, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ფონდში ამ დროისთვის აკუმულირებულია მისი ხელფასი, 35 880 ლარის ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის დარიცხული ხელფასი 5520 ლარს შეადგენს.

17 სექტემებრს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის პრეზენტაცია. ამავე დღეს დაგეგმილია საქართველოში ბავშთა ონკოლოგიური ცენტრის პროექტის წარდგინება და სწორედ ეს იქნება პირველი პროექტი, რომლისთვისაც ფონდი დაიწყებს ფინანსური შემოწირულობების მოზიდვას.

შესაბამისად, აქამდე ფონდში პრეზიდენტის ხელფასის გარდა, სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თანხების ჩარიცხვა არ მომხდარა”, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა