20.აგვისტო .2019 16:26

სალია ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო შუბლაძე განიხილება

views 305
უკან

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ადასტურებს, რომ ნინო შუბლაძე ერთ-ერთია, ვისი კანდიდატურაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.

თუმცა პაატა სალიას განმარტებით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ბევრ ადამიანთან იყოს.

„ერთ-ერთ კანდიდატურად შეიძლება განვიხილოთ ნინო, თუმცა სხვა ადამიანებთანაც არის საუბარი,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, მან არ დააკონკრეტა, ვისთან მიმდინარეობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი.

წყარო: IPN

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა