13.აგვისტო .2019 13:00

რუსულ საკრუიზო ხომალდ „წმინდა რუსეთს“ ცეცხლი გაუჩნდა

views 1636
უკან

რუსულ საკრუიზო ხომალდს „წმინდა რუსეთს" ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა რუსეთში, მდინარე ვოლგაზე, ნიჟნი-ნოვგოროდთან ახლოს მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სახანძრო განყოფილებაში შეტყობინება 11:40 საათზე შევიდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადების მობილიზაცია გამოცხადდა.
გემის დაახლოებით, 50 კვადრატული მეტრი ცეცხლმა გაანადგურა. დანარჩენი ნაწილის გადარჩენა კი, მეხანძრეებმა მოახერხეს.


ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა არავინ იმყოფებოდა. მათ კი, ტერიტორია დროულად დატოვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფაქტს გამოძიება შეისწავლის.

კრუიზი სახელწოდებით „წმინდა რუსეთი“  ერთი წლის განმავლობაში ციმბირის პორტში რემონტდებოდა.