13.აგვისტო.2019 23:00
ეკონომიკა

პრემიერი: ინფრასტრუქტურულ განვითარებას საქართველოს ისტორიაში ასეთი ტემპები არ ჰქონია

 პრემიერი: ინფრასტრუქტურულ განვითარებას საქართველოს ისტორიაში ასეთი ტემპები არ ჰქონია
გასულ წელთან შედარებით, გზების რეაბილიტაცია ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გზების დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

2019 წლის პირველი ნახევრის შედეგებს პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო უწოდა და აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით გზების განვითარებისთვის ბიუჯეტი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.

„წელს ჩვენ 6 თვის განმავლობაში ჩავატარეთ იმ მოცულობის სამუშაოები, რაც შარშან მთელი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული, ანუ მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან კარგი და სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და ეს ტემპი ადასტურებს, რომ 2022 წლის ჩათვლით დავასრულებთ ყველა მნიშვნელოვანი მასშტაბის მქონე ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოში. ამასთან ერთად, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სხვა გზების რეაბილიტაციაც. დღევანდელი დღის მოცემულობით, ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრის მანძილის ჩქაროსნულ მაგისტრალს და მიმდინარეობს 500 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ განვითარებას საქართველოს ისტორიაში ასეთი ტემპები არ ჰქონია. პრემიერის თქმით, ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება და მეტად დაჩქარდება ტემპებიც.

„ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევასთან, რომ დავძლიოთ სიღარიბე საქართველოში. დღეს არსებული სურათი ძალიან კარგი და იმედისმომცემია. ბუნებრივია, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გვექნება კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, სამინისტროს გუნდსა და პროექტების რეალიზაციაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.
ავტორი: თელარა გელანტია

23.აგვისტო.2019 16:30
85

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
548

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
242

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად