08.დეკემბერი .2015 12:28

ნარმანია: ჯანდაცვის მიმართულებით, ჩვენთან შემოსული ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ

views 1306
უკან

თბილისის მერიამ ჯანდაცვის პროგრამებზე 36 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, დაფინანსებული ბენეფიციარების რაოდენობა კი დაახლოებით, 45 000-ია, - აღნიშნულის შესახებ დღეს, დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით ყველა ის განცხადება დაკმაყოფილდა, რომელიც მერიაში ჯანდაცვის მიმართულებას ეხებდა.
 
"ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, ჩვენ არა მხოლოდ დაფინანსება გავზარდეთ, არამედ თვითონ პროგრამების რაოდენობაც გავზარდეთ. შევიმუშავეთ ახალი პროგრამები, როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. რამაც საშუალება მოგვცა უფრო მეტი რაოდენობით ადამიანს მოვმსახურებოდით.

ჯამში 45 000-მდე ბენეფიციარს მოვემსახურეთ და 36 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ მხოლოდ ჯანდაცვის პროგრამებისთვის. დავაკმაყოფილეთ ყველა ის მოთხოვნა, რაც ჩვენთან შემოვიდა, სხვადასხვა სახის მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე თუ ოპერაციების თანადაფინანსებაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა