მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ"

5d3693d9e8b67
თელარა გელანტია
23.07.19 09:20
883
„აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონებსა და სოფლებში. შეხვედრების დროს მოსახლეობასთან ვსაუბრობთ მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს და გვჭირდება ამ ინფორმაციის მოსმენა იმისთვის, რომ შესაბამისად დავგეგმოთ შეემდეგი წლის ბიუჯეტი, შესაბამისად დავგეგმოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ და მეტიც, შესაბამისად დავგეგოთ მთელი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი და ის პროგრამები, ის პროექტები, რომლებსაც არამხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა ვახორციელებთ,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა იმერეთის რეგიონის მაღალმთიანი სოფლების ნოღასა და გორდის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის უმთავრესი მიზანია, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულება დაიგეგმოს მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

„ახლა სოფელ ნოღაში ვიმყოფებით და ამ სოფელზე გადის ძიძილეთი-გორდი-ნოღას გზა. ეს არის ახალი გზა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ იმერეთში ტურისტურლი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ გზის მეშვეობით ოკაცეს კანიონთან და გორდის თემთან დაკავშირება ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, უშუალოდ ამ სოფლებზე გაივლის ის ტურისტული გზა, რომელიც მისცემს სოფლის მაცხოვრებლებს საშაუალებას მოიზიდონ მეტი ტურისტი და ჩაებან ტურისტულ საქმიანობაში - გახსნან საოჯახო სასტუმროები ან სოფლი მეურნეობის პროდუქციით მოემსახურონ ტურისტს და ამით მიიღონ შემოსავალი,“-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრმა დადებითად შეაფასა შეხვედრა მოსახლოებასთან. აღნიშნა, რომ ისაუბრეს როგორც სოფლის მეურნეობის პროექტებზე, ისე ტურიზმის ხელშეწყობისთვის საჭირო საოჯახო სასტუმროების საგრანტო კომპონენტებზე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე.

სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ვიცე-პრემიერმა ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის მშენებლობის სამუშაოებიც დაათვალიერა. გზის მშენებლობაზე დასაქმებულია სოფელ ნოღასა და გორდის მოსახლეობა. სამუშაოები 2018 წლის დეკემბერში დაიწყო და 2020 წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ნაცვლად 60 კმ-ისა, 9 კმ იქნება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის მიზნით, ღია შეხვედრები ხალხთან კიდევ უფრო აქტიური გახდება და მთავრობისა და პარლამენტის წევრების ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.