გარდაბნის ნაკრძალში ქართული გენეტიკის ცხოველებისა და ფრინველების მოშენება დაიწყეს.
პირველ ეტაპზე მეგრულ თხებს, კახურ ღორებს, კოლხური ხოხობს, ქართულ ცხვარს, მწყერსა და თევზს მოამრავლებენ, ოქტომბრის ბოლოს კი ორი ჯიშის ქართული ხორბალიც დაითესება, ესენია: შავფხა და წითელი დოლი. ამის შესახებ Bm.ge-ს პროექტ ,,გემოვანის“ ხელმძღვანელმა ოთარ ნაჭყებიამ განუცხადა.
,, ჩვენი ერთ-ერთი მიზანია საჯიშე, სანერგე დასათესლე მეურნეობების შექმნა. ,,მეიდან ჯგუფის“ სახით ვიპოვეთ პარტნიორი, რომელიც გარდაბნის ნაკრძალში ქართული ჯიშის სხვადასხვა პირუტყვს, ფრინველს და მარცვლეულ კულტურებს მოამრავლებს. ხორბლის დათესვისას დაგეგმილია ახალი ქართული ბიო-ორგანულ სასუქის "ტევევიტის" დატესტვა, რომელიც ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან არის წარმოებული. ის ხელს უწყობს ნიადაგის გაჯანსაღებას, მცენარის განვითარების პროცესს, მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის ზრდას. ჩვენი, პროექტ ,,გემოვანის“ მთავარი მიმართულებაა ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტების წარმოება, ამიტომ ბიო-ორგანული სასუქების მწარმოებლებს მჭირდო პარტნიორებად მოვიაზრებთ. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორგანული აგრონომიის განვითარებას საქართველოში“ - განაცხადა ოთარ ნაჭყებიამ.
მისივე გნმარტებით, გარდაბნის ნაკრძალში მომრავლებული ცხოველის, ფრინველისა და მცენარეებისგან ჯანსაღი სურსათი დამზადდება, რომელიც ,,გემოვანის“ ბრენდის ქვეშ გაერთანდება და როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე გაიყიდება. მოყვანილი ხორბლის ნაწილი გასამრავლებლად ადგილზე დაითესება, ნაწილს კი ,,პური მზეთამზე“ შეისყიდის.
აღსანიშნავია, რომ ,,მეიდან ჯგუფი“ და პროექტ ,,გემოვანი“ აქამდეც თანამშრომლობდნენ, სწორედ მათი ერთობლივი ძალისხმევით იმართება ყოველკვირეული აგრო-სასურსათო ბაზარი "გემოვანი" . აღნიშნული ღონისძიება შარდენზე, ქარვასლას ტერიტორიაზე, 2018 წლის ივნისიდან ყოველ შაბათს ტარდება, სადაც ქართველი ფერმერები სხვადასხვა რეგიონიდან საკუთარ ნაწარმს ყიდიან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი