მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარლონ ბრანდოს Rolex-ის საათი აუქციონზე გაიყიდება

5d30725b09dde
მიხეილ ხაჩიძე
18.07.19 23:00
951
Rolex-ის საათს, რომელსაც მარლონ ბრანდო 1979 წელს გადაღებულ ფილმში ატარებს, აუქციონზე გაიტანენ.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმში - „აპოკალიფსი ახლა“,   მსახიობმა გადაღებების დროს საათის მოხსნაზე უარი განაცხადა, სტილი შეუცვალა, უკანა მხარეს საკუთარი სახელი დააწერა და ხელზე დაიტოვა.

როგორც აუქციონის სახლ Phillip-ი იუწყება, საათს ნიუ-იორკის აუქციონზე 10 დეკემბერს გაყიდიან.

ცნობისთვის, ბრანდომ საათი 1970 წელს შეიძინა. 1995 წელს კი, მან ის თავის ქალიშვილს აშუქა.

შეგახსენებთ, რომ კოპოლას 1979 წლის ფილმში მოვლენები ვიეტნამის ომის დროს ვითარდება.