2019 წლის ივლისში ქართული აეროპორტები ჯამში, 571,848 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით ნაკლებია, თუმცა 2019 წლის 7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა.
როგორც BM.GE-ის „ჯორჯიან ეარვეისის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა განუცხადა, ჯამური ზრდის მიზეზია ის, რომ საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს.
„ზოგადი ტენდენციით, საქართველო ძალიან მიმზიდველი და საინტერესო მიმართულება გახდა. ამდენი ავიაკომპანიით ვართ წარმოდგენილები; თუ 2015 წელს დაახლოებით, 30 ავიაკომპანია იყო, ახლა უკვე ეს რიცხვი 50-ზე დიდია. თუმცა, ნაციონალური ავიაკომპანიის წილი ბაზარზე კვლავ მნიშვნელოვანია; ეს იმას ნიშნავს, რომ ირჩევენ პირდაპირ ავიარეისებს და ტრანზიტის საშუალებაც აქვთ. ქვეყანა მიმზიდველია იმ მხრივ, რომ არის უსაფრთხო, ევროპის ბაზრისთვის სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა პროდუქტებით არის საინტერესო. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მეზობლებისთვის საინტრესოა და ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ სწორება ევროპაზე გვქონდეს, განსაკუთრებით ამ კრიზისულ სიტუაციაში", - განაცხადა თანდაშვილმა.
მისივე განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ 10 ახალი ავიამიმართულება დაამატა და ევროპულ ბაზრებთან თანამშრომლობა როგორც - საცალო, ისე კორპორაციულ და ორგანიზებულ ჯგუფებთან ინტენსიურად დაიწყო.
„რა თქმა უნდა, თითოეული ბაზრის განვითარებას დრო სჭირდება. პირდაპირი ავიარეისის კომფორტი ორ ქვეყანას შორის კავშირის დასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა პირდაპირი ავიახაზების განხორციელებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კარგია, რომ ბაზარი მრავალფეროვანია, არსებობენ სხვადასხვა ტიპის ავიაკომპანიები, რომლებიც პირდაპირ რეისებს ახორციელებენ. ყველას თავისი წილი მგზავრი მოჰყავს, ამიტომ აქ არ არის საუბარი კონკურენციაზე, აქ არის საუბარი ბაზრის გადანაწილებაზე, რადგან ამ ეტაპზე მაღალბიუჯეტიან სექტორთან თანამშრომლობა ქვეყანას პრიორიტეტად აქვს ქცეული", - განმარტა თამუნა თანდაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი