14.აგვისტო.2019 20:15
ეკონომიკა

„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთნაკადის ტენდენციაზე - „საქართველო ძალიან მიმზიდველი ავიამიმართულება გახდა“

 „ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრთნაკადის ტენდენციაზე - „საქართველო ძალიან მიმზიდველი ავიამიმართულება გახდა“
2019 წლის ივლისში ქართული აეროპორტები ჯამში, 571,848 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით ნაკლებია, თუმცა 2019 წლის 7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 12%-ით გაიზარდა.

როგორც BM.GE-ის „ჯორჯიან ეარვეისის“ კომერციული დირექტორის მოადგილემ თამუნა თანდაშვილმა განუცხადა, ჯამური ზრდის მიზეზია ის, რომ საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს.

„ზოგადი ტენდენციით, საქართველო ძალიან მიმზიდველი და საინტერესო მიმართულება გახდა. ამდენი ავიაკომპანიით ვართ წარმოდგენილები; თუ 2015 წელს დაახლოებით, 30 ავიაკომპანია იყო, ახლა უკვე ეს რიცხვი 50-ზე დიდია. თუმცა, ნაციონალური ავიაკომპანიის წილი ბაზარზე კვლავ მნიშვნელოვანია; ეს იმას ნიშნავს, რომ ირჩევენ პირდაპირ ავიარეისებს და ტრანზიტის საშუალებაც აქვთ. ქვეყანა მიმზიდველია იმ მხრივ, რომ არის უსაფრთხო, ევროპის ბაზრისთვის სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა პროდუქტებით არის საინტერესო. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით მეზობლებისთვის საინტრესოა და ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ სწორება ევროპაზე გვქონდეს, განსაკუთრებით ამ კრიზისულ სიტუაციაში", - განაცხადა თანდაშვილმა.

მისივე განმარტებით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ 10 ახალი ავიამიმართულება დაამატა და ევროპულ ბაზრებთან თანამშრომლობა როგორც - საცალო, ისე კორპორაციულ და ორგანიზებულ ჯგუფებთან ინტენსიურად დაიწყო.

„რა თქმა უნდა, თითოეული ბაზრის განვითარებას დრო სჭირდება. პირდაპირი ავიარეისის კომფორტი ორ ქვეყანას შორის კავშირის დასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპა პირდაპირი ავიახაზების განხორციელებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. კარგია, რომ ბაზარი მრავალფეროვანია, არსებობენ სხვადასხვა ტიპის ავიაკომპანიები, რომლებიც პირდაპირ რეისებს ახორციელებენ. ყველას თავისი წილი მგზავრი მოჰყავს, ამიტომ აქ არ არის საუბარი კონკურენციაზე, აქ არის საუბარი ბაზრის გადანაწილებაზე, რადგან ამ ეტაპზე მაღალბიუჯეტიან სექტორთან თანამშრომლობა ქვეყანას პრიორიტეტად აქვს ქცეული", - განმარტა თამუნა თანდაშვილმა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

23.აგვისტო.2019 16:30
85

ლაურა ღაჭავა ნახევარმილიონიანი გირაოს შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:55
122

მარნეულის ქარხანამ ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ლაბორატორიაში გააგზავნა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:40
196

ზაზა ფაჩულიამ "არქის" 13%–იანი წილი შეიძინა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 15:27
549

ზაზა ფაჩულია "არქის" თანამფლობელი გახდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:45
243

რა მიზნით გადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ – სტატისტიკა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 14:20
73

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

ვრცლად