12.ივლისი.2019 12:00
ეკონომიკა

გემთმფლობელებს შეღავათები უწესდებათ - რა სარგებელს ელოდება სახელმწიფო

 გემთმფლობელებს შეღავათები უწესდებათ - რა სარგებელს ელოდება სახელმწიფო
საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით გემთმფლობელებს შეღავათები უწესდებათ.

ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში არსებულ ნავსადგურებში გემებს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სრული საფასურის გადახდა მხოლოდ პირველი შესვლისას მოუწევთ, ხოლო შემდგომ ნავსადგურში შესვლისას ტარიფი 50%-ით შეუმცირდებათ.

"საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს" დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, ეს შემოსავლებს დაახლოებით 20%-ით გაზრდის.

"აქამდე არსებული წესების თანახმად, ჩვენს ნავსადგურში მომსვლელი გემების შემოსვლისას ყოველ ჯერზე სრული საფასური უნდა გადაეხადათ, რის გამოც გემთმფლობელები თავს არიდებდნენ ტვირთების სხვადასხვა ნავსადგურში დაცლას და შესაბამისას ეს ტვირთების მიმღები კომპანიების უკმაყოფილებას იწვევდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საფასურის წესში შეგვეტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც მათ პირველად შესვლისას მოუწევთ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სრული საფასურის გადახდა, ხოლო შემდგომ ნავსადგურში შესვლისას 50%-ით შეუმცირდებათ ეს საფასური.

2019 წლის 5 თვის მონაცემებით, ნავსადგურებში კონტეინერების ტვირთბრუნვა 35%-ით არის გაზრდილი, რაც შეეხება გენერალური ტვირთების რაოდენობას, აქაც 36%-იანი მატება გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ ახალი ინიციატივები შევიმუშავეთ.

დღევანდელი მონაცემებით, ეს შემოსავლები ნულია, შესაბამისად სახელმწიფო ამით არაფერს კარგავს. ჩვენ არ გვაქვს დღეს ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად ფოთში შემოვოდა, დაცალა კონტეინერები, გადაიახადა თანხა და შემდეგ ეს გემი წამოვიდა ბათუმში და იქაც დაცალა. ამ შეღავათის ამოქმედებით კი დაახლოებით 20%-იან ზრდას ველოდებით."- განაცხადა იოსელიანმა "საქმიანი დილის" ეთერში.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

23.ივლისი.2019 00:05
30

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
84

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
735

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
136

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
565

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
242

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად