15.ივნისი .2019 16:13

Forbes: ყველაზე მდიდარი ემიგრანტი ქალები აშშ-ში

views 1399
უკან

ყოველწლიურად, ათი ათასობით ადამიანი უკეთესი მომავლის საძიებლად ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის. ზოგიერთს არ გამოსდის მიზნების ასრულება, თუმცა ზოგს გამოსდის და თანაც ისე, რომ Forbes-ის სიაში მოხვედრასაც ახერხებს.

სწორედ ასეთ გავლენიან, მდიდარ და წარმატებულ ქალ-მიგრანტებს მოუყარა თავი გამოცემა Forbes-მა - სიაში მომღერალი რიანა ხვდება. ის ბარბადოსიდან აგრესიულ მამას იმ იმედით გამოექცა, რომ მუსიკალურ კარიერას დამოუკიდებლად აიწყობდა და ასეც მოხდა, თუმცა დახმარება მაინც დასჭირდა და ეს როლი, ასევე ცნობილმა წარმატებულმა და თანაც ყველაზე მდიდარმა მუსიკოსმა Jay-Z -მ თავის თავზე აიღო. მან მოისმინა რიანას დემოვერსია და დაინახა ნიჭი, რომელსაც დახმარება და განვითარება სჭირდებოდა. ასე ახდა რიანას ამერიკული ოცნება და მუსიკის პარალელურად, მოგვიანებით კოსმეტიკურ ინდუსტრიაშიც მოსინჯა ძალები.

რიანას ჯამური ქონება Forbes-ის მიხედვით 600 მილიონი დოლარია, ხოლო რაც შეეხება მის მიერ შექმნილ კოსმეტიკურ ბრენდ Fenty-ის, ის 570 მილიონად არის შეფასებული. წინა თვეში კი, ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ამავე სახელწოდების მოდის სახლს ხსნის და ის პირველი ფერადკანიანი ქალი გახდება, რომელიც მოდის უმსხვილეს სახლს უხელმძღვანელებს.

რიანას გარდა, ამერიკული ოცნება აუხდა ტაი ლისაც, რომელმაც მიზანს უდიდესი შრომის შედეგად მიაღწია, თუმცა ხარისხიანმა განათლებამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და დღეს ის 3 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ჰარვარდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლიმ ოთხი წელი იმუშავა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა, მაგალითად, Procter & Gamble და American Express-ი, შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია შექმნა. სტარტაპმა მალევე გაამართლა და დღეს IT-მომსახურებას სთავაზობენ უმსხვილეს კომპანიებს, მათ შორის Boeing-სა და Johnson & Johnson-ს.

კანადიდან დაწყებული, სამხრეთ კორეით დასრულებული, ემიგრანტები მთელი მსოფლიოდან არიან. ქალბატონების უმრავლესობა კი, აზიიდანაა.

მათ შორისაა მილიარდერი ერენ ოზმენი;ამერიკაში მას კარგად იცნობენ, როგორც მდიდარ და გავლენიან ქალს, თუმცა თავდაპირველად, ერენი ამერიკაში სასწავლებლად ჩავიდა და ფულის საშოვნელად, ყოველდღიურად ბაქლავებს ჰყიდდა. ასევე მუშაობდა დამლაგებლად კოსმოსურ და საავიაციო კომპანია Sierra Nevada-ში. დღეს კი, ამ კომპანიის მაჟორიტარი აქციონერი და პრეზიდენტია. თანამშრომლობს „ნასასთან“ და შედეგად, კომპანიის შემოსავლები 2018 წელს, მილიარდ 9 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

ემიგრანტების უმეტესობა ტექნოლოგიურ და IT-სფეროში იმკვიდრებს თავს, მაგრამ ბევრია კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ჩართული წარმატებული ემიგრანტიც. მათ შორისაა ანასტასია სუარე, რომელიც რუმინეთიდან წავიდა და ლოს-ანჯელესში ცხოვრება ნულიდან დაიწყო. თავიდან სილამაზის სალონში მუშაობდა სამი წლი, შემდეგ კი, გადაწყვიტა საკუთარი დანაზოგებით ბიზნესის დაწყება და 2000 წელს, გამოუვიდა კიდეც; შეიქმნა Anastasia Beverly Hills - ბრენდი, რომელიც დღეს 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა