17.აგვისტო .2019 13:29

Fitch: ლარის გაუფასურების ფონზე მთავრობის ვალი მშპ-ის 45.7%-მდე გაიზრდება

views 334
უკან

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასებით, მშპ-ის ზრდა წელს 4.3%-ზე იქნება, ხოლო 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს:

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა და 2018 წელს 7.7% (8.8%-დან 2017 წელს) შეადგინა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019-2021 წლებში 5.3%-მდე შემცირდება. დაგროვებითი საპენსიო სისტემა ხელს შეუწყობს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას.

წმინდა პირდაპირი უცხოური სრულად დააფინანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9% იქნება.

საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე. საერთაშორისო რეზერვების დონე, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის ბოლოს 3.7 მლრდ. დოლარს მიაღწევს.

სარეიტინგო კომპანია ასახელებს იმ გამოწვევებსაც, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს:

რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი - 4.6%), თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე.

ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო.

აქვე ნათქვამია, რომ ლარის გაუფასურების ფონზე, სახელმწიფო ვალის ღირებულება მთლიანი შიდა პროდუქტის 45.7%-მდე გაიზრდება. 


სარეიტინგო კომპანია Fitch-მა 2019 წლის თებერვალში საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა