12.ივნისი .2019 23:05

Facebook-ი მზის ელექტროსადგურის აშენებს გეგმავს

views 888
უკან

პოპულარული სოციალური ქსელი Facebook-ი ელექტროსადგურის აშენებას აპირებს. 


საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტი დასავლეთ ტეხასში, ქალაქ ოდესას ჩრდილოეთით განხორციელდება.

18 ათას კვადრატული კილომეტრზე განთავსებული ელექტროსადგური მზის ენერგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელი გახდება - მას 379 მეგავატის სიმძლავრე ექნება, რაც 72 ათასი სახლის უწყვეტ რეჟიმში, ელექტროენერგიით მომარაგებისთვის სრულიად საკმარისია.


როგორც ცნობილია, მარკ ცუკერმბერგი პროექტს Longroad Energy-ისთან ერთად ახორციელებს, რომლისთვისაც უკვე 416 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

Facebook-ს 2020 წლისთვის, კომპანიის ყველა ოფისის მზის ენერგიაზე გადაყვანა სურს.