11.ივლისი.2019 11:16
მსოფლიო

ბრიტანული ტანკერის დაკავება მცდელობა და პროცესში ჩართული რაკეტებით აღჭურვილი  სამეფო ფლოტი - დაძაბულობა სპარსეთის ყურეში

 ბრიტანული ტანკერის დაკავება მცდელობა და პროცესში ჩართული რაკეტებით აღჭურვილი  სამეფო ფლოტი - დაძაბულობა სპარსეთის ყურეში
ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავება სცადეს. შემთხვევა სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესთან მოხდა.

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთმა შეიარაღებულმა ნავმა ბრიტანული ნავთობმზიდის „British Heritage“ ბლოკირება მოახდინა და მას ირანის ტერიტორიულ წყლებში გაჩერება მოსთხოვა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ვითარების მოგვარებაში ბრიტანული ტანკერის თანმხლები რაკეტებით აღჭურვილი  სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი ჩაერთო, რომელმაც ირანულ მხარეს რადიოკავშირის მეშვეობით გაფრთხილება გაუგზავნა.  სწორედ, ამის  შემდეგაც, ირანელებმა   უკან დაიხიეს.

მოხმდარს ადასტურებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყებაში შეშფოთებას გამოთქვამენ და ირანულ მხარეს რეგიონში ვითარების დეისკალაციისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, გიბრალტარის სრუტეში ბრიტანელმა საზღვაო ქვეითებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 330-მეტრიანი სუპერტანკერი დააკავეს. გიბრალტარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოპერაცია საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ხომალდი, სახელწოდებით "Grace 1" ევროკავშირის სანქციების დარღვევით, სირიის მიმართულებით ნავთობის გადატანაშია ბრალდებული. როგორც მაშინ, ბრიტანული მედია წერდა, ნავთობი სირიის დიქტატორისთვის ბაშარ ალ ასადისთვის გადაჰქონდათ, რომელიც მას საომარი ტექნიკისთვის იყენებს.
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

22.ივლისი.2019 15:27
590

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:57
412

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:29
5670

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
616

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1729

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
846

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად