11.სექტემბერი .2019 21:47

BM.ge: გიგლა მიქაუტაძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში მიდის

views 2545
უკან

გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიგლა მიქაუტაძე მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის  წევრი ხდება.

bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გიგლა მიქაუტაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული არც უარყო და არც დაადასტურა.

გიგლა მიქაუტაძე მაგისტრის ხარისხის მფლობელია ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მან განათლება საქართველოს, გერმანიისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო; სტაჟირება გაიარა გერმანიის ბუნდესტაგში, სადაც დეპუტატის თანაშემწედ მუშაობდა. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იმყოფებოდა ტრენინგებზე იაპონიაში, ტაილანდსა და ხორვატიაში. ამჟამად, გიგლა არის გერმანული IT-კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

წერს სტატიებს ჟურნალ Forbes-ის ქართული გამოცემისთვის და კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ის ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

შეგახსენებთ: მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ, 12:00 საათზე ანაკლიაში გაიმართება.

“ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, - აცხადებენ ხაზარაძის მოძრაობაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა