Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"საქართველოში სამუშაო ძალის უნარებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სერიოზული შეუსაბამობაა"

593fbf6436dd8
BM.GE
13.06.17 14:31
1327
საერთაშორისო სავალურო ფონდის მმართველიდირექტორის მოადგილე ტაო ჯანგი თვლის, რომ საქართველოში სამუშაო ძალის უნარებსა და შრომის ბაზარის მოთხოვნებს შორის სერიოზული შეუსაბამობაა . მისი თქმით, მსოფლიოში ტექნოლოგიები ვითარდება და ახალი ბიზნეს მოდელები ჩნდება, - ახალ სამუშაო უნარებზე მოთხოვნა კი ძალიან მაღალია.

"სკოლებმა უნდა შეძლონ ისეთი სამუშაო ძალის მომზადება, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის შრომის ბაზარს სჭირდება. სამუშაო ძალის უნარები პრობლემატური საკითხია ქართული კომპანიებისთვისაც. უნდა განაგრძოთ განათლების რეფორმის გატარება, რომელიც მოთხოვნის შესაბამისი იქნება. ამაში კი იგულისხმება როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლება და მათ შორის მოხალისეობრივი ტრენინგებიც“, - ამბობს ტაო ჟანგი.