Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აზერბაიჯანი საქართველოს საზღვართან ფიტოსანიტარულ მეთვალყურეობას გააძლიერებს

58809ba807661
BM.GE
19.01.17 14:57
1169
პროექტის - „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის ’’წითელი ხიდი“ განვითარების ხელშეწყობა“ მომდევნო ეტაპის მხარდამჭერ ღონისძიებაზე აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ აიდინ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს საზღვართან სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზედამხედველობას გააძლიერებს.

ალიევის თქმით, ეს საბაჟო კომიტეტში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ წარმოდგენილი ახალი ტექნოლოგიების წყალობით იქნება შესაძლებელი. მანვე აღნიშნა, რომ პროექტის ღირებულება 1.33 მილიონი ევროა და მისი განხორციელება 2018 წლამდე გაგრძელდება.

აღნიშნული პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მხარდაჭერა საზღვრის დაცვის კუთხით, საბაჟო სამსახურებს შორის თანამშრომლობის განვითარება, ქვეყნებს შორის სავაჭრო პროცედურების გამარტივება და ადამიანებისა და საქონლის კანონიერი მიმოსვლის ხელშეწყობა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ’’წითელ ხიდი“.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მხრიდან და მას გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.