Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა

5919557820156
BM.GE
15.05.17 11:14
671
2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარი (13 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.