Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი შესაძლოა, ისევ შეიცვალოს

BM.GE
28.04.18 11:49
1816
1 მაისიდან საქართველოში ელექტროენერგიის სამი უმსხვილესი მომხმარებელი ბაზარზე ელექტროენერგიას დამოუკიდებლად შეიძენენ. ანუ, თუ დღეს ისინი თელასის, ან ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტები არიან, ამჯერად პირდაპირ რომელიმე გენერაციის ობიექტთან გააფორმებენ შესყიდვაზე ხელშეკრულებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გზაზე პატარა ნაბიჯია, თუმცა რას გამოიწვევს ეს რიგითი მომხმარებლებისთვის და რატომ გადის მხოლოდ სამი კომპანია თავისუფალ ბაზარზე და არა უფრო მეტი?