Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ჩვენი მიდგომა არაპროფილური აქტივების კუთხით, დაბალანსებულია"

595f947a8ecc3
BM.GE
07.07.17 18:01
899
„ჩვენი მიდგომა არაპროფილური აქტივების კუთხით, დაბალანსებულია“, - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოსავალი წერტილი არის საბანკო სექტორის ფინანსური მდგრადობის შესწავლა და მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„ეროვნული ბანკის მიდგომა გულისხმობს შემდეგს: ის რაც აქამდე გაკეთდა წერილობითი მითითებით 2014 წელს, ჩვენ შემოთავაზება გვაქვს, რომ კანონში ავსახოთ.
შესაბამისად ბანკებს აღარ ექნებათ საშუალება რომ ფლობდნენ არაპროფილურ აქტივებს. ჩვენ გვსურს საბანკო ჯგუფებზე გვქონდეს სრული ზედამხედველობა“, - ამბობს კიკორია.