Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ამირან გამყრელიძე: მტკვრის დაბინძურება არ არის მასშტაბური

59637e6560c17
BM.GE
10.07.17 17:15
1341
რამდენიმე დღის წინ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ჩაედინება ფეკალური მასები მტკვარში ორთაჭალაჰესის ტერიტორიაზე. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლები გარემოს დაცვის სამინისტროში გადაამისამართა, თუმცა მისი ინფორმაციით, საკანალიზაციო ქსელი თბილისში გამართულია და მტკვრის დაბინძურება არ არის ისეთი მასშტაბური, როგორზეც ისინი მიუთითებენ. მიუხედავად ამისა გამყრელიძე აცხადებს, რომ მტკვარი დაბინძურებულია, რაც ქმნის როგორც ინფექციური, ისე არაინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროებას.

"დღეს საკანალიზაციო ქსელი თბილისში გამართულია. მტკვრის დაბინძურება არ არის მასშტაბური, თუმცა დაბინძურენა არსებობს და დაბინძურებული მდინარე, დაბინძურებული წყალსატევები, რა თქმა უნდა ქმნის საფრთხეებს არაინფექციური და ინფექიცური დაავაადებების გავრცელების", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.