Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პაციენტებისთვის ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის შემთხვევების გამო ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს რეგულაციებს უწესებს

5880b5920b077
ელენე გოგბერაშვილი
19.01.17 16:45
904
ჯანდაცვის მინისტრს ექიმების მხრიდან მედიკამენტების არარაციონალურად გამოწერის შემთხვევების აღმოსაფხვრელად კონკრეტული გეგმა უკვე აქვს. როგორც დავით სერგეენკომ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, წლის ბოლომდე პოლიპრაგმაზიასთან ბრძოლის "უმძლავერი ინსტრუმენტი" - რეცეპტული სისტემა ყველა კლინიკისთვის სავალდებულო გახდება.

"ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით ვთანამშრომლობთ სამედიცინო ასოციაციბთან, მაგრამ შემიძლია კონკრეტული გადაჭრის გზა გითხრათ. ელექტრონული ჯანდაცვის და მისი ერთ-ერთი შემადგენელი რეცეპტების მოდული დასრულებულია და გააქტიურებულია. სექტემბრიდან მოყოლებული 3-4 კლინიკამ გამოთქვა სურვილი ჩართვაში, რაც ნებაყოფლობითი იყო. ვადასტურებ, რომ ელექტრონულ ჯანდაცვაში ჩართვა წლის განმავლობაში გახდება აუცილებელი პირობა. ეს იქნება სავალდებულო. ეს იქნება უმძლავრესი ინსტრუმენტი პოლიპრაგმაზიასთან და არამარტო მასთან ბრძოლის კუთხით", - განაცხადა დავით სერგეენკომ.