Home
Category
TV Live Menu
Loading data...

SSA Marine: ანაკლიიის პორტის სახით ჩვენ შევიძინეთ ლოიალური პარტნიორები საქართველოში

59805b3d25d10
BM.GE
01.08.17 14:22
714
"ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ ასეთი საინტერესო და მნიშნელოვანი ადგილობრივი პარტნიორები გვყავს ანაკლიის პორტის კონსორციუმის სახით", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას SSA Marine-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ბობ უოთერსმა. მსხვილი ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია SSA Marine-თან, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ. ბობ უოთერსის განცხადებით,  შეთანხმებაზე ხელის მოწერა ძალიან დიდ შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსთვის, კერძოდ სატრანსპორტო დერეფნის კუთხით, რომელიც თავის მხრივ არაერთ სამუშაო ადგილს წარმოქმნის და ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს.

"პროექტში ჩართვით ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ გავხდეთ ქართული საზოგადოების ნაწილი და მინდა იცოდეთ, რომ ასეთ გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის მარტივი ნამდვილად არ არის. რასაკვირველია წინასწარ გვიწევს ბიზნეს შესაძლებლობების და კომერციული საქმიანობის მიზანშეწონილობის შეფასება , რა შემთხვევაშიც ამ პროექტმა სრულად მიიღო ჩვენი მხარდაჭერა და გაიარა ყველა ეტაპი.

ანაკლიიის პორტის სახით ჩვენ შევიძინეთ ლოიალური პარტნიორები საქართველოში და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთობლივი პროექტის განხორიციელებისათვის ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაქვს მიღებული", - განაცხადა SSA Marine-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.