Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მუნიციპალურ ავტობუსებს 2 ახალი მარშრუტი დაემატა

59804cafb4ace
BM.GE
01.08.17 13:32
693
მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დღეიდან თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო სქემას ორი ახალი ხაზი დაემატა. კერძოდ:

 № 32 მარშრუტი - დიდი დიღმის IV მ/რ-დან (დემეტრე თავდადებულის ქ. ახალი ავტობაზის მიმდებარედ) მაისურაძის ქუჩამდე (გლდანის VII და VIII მ/რ შემაერთებელი გზა) იმოძრავებს.
 № 52 - ბარათაშვილის ქუჩიდან (#2-ის მიმდებარედ) დოლიძის ქუჩამდე (#89-ის მიმდებარედ) იმოძრავებს.
ახალ მარშრუტებს პატარა მოცულობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსები მოემსახურება.