Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეკვეთილში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნამ, შესაძლოა, სექტემბრისთვის გადაიწიოს

599c0901468b3
BM.GE
22.08.17 17:00
706
შეკვეთილში "თანაინვესტირების ფონდის" 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო რამდენიმე დღეში გაიხსნება. როგორც "საქმის კურსს" ფონდში განუცხადეს, შესაძლოა, გახსნის თარიღმა სექტემბრის დასაწყისისთვის გადაიწიოს.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროში ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სასტუმროში იფუნქციონირებს 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი ხედით ზღვაზე, საპრეზიდენტო ნომრის ჩათვლით, 2000 მ³ მოცულობის აკვარიუმი, ზღვაში 150 მ-ზე შეჭრილი აუზი, ღია და დახურული საცურაო აუზები წყლის სასრიალო ატრაქციებით, 3500 კვმ. ზამთრის ბაღი. თანაინვესტირების ფონდის ცნობით, სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს მთელი წლის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა.

სასტუმროს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $80 მილიონია.