Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიო სავალუტო ბაზრების მიმოხილვა

598184923b3cb
შოთა დიღმელაშვილი
02.08.17 11:50
826
ამერიკის მომარაგების მართვის ინსტიტუტის მიერ შედგენილი საწარმოო აქტივობის ინდექსი დაეცა. დაცემა პროგნოზირებული იყო, თუმცა რეალურმა შედეგმა ვარაუდებს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა ინსტიტუტის კვლევამ დაადასტურა, რომ ეკონომიკა ზედიზედ 98-ე თვის განმავლობაში იზრდება. კვლევამ აჩვენა, რომ ბიზნესისითვის პირობები უკეთესია – ახალი შეკვეთები, წარმოება, დასაქმება, ექსპორტი, ყველაფერი გაიზარდა ივლისში ივნისთან შედარებით.

ანგარიში ივნისის სამშენებლო ხარჯვის ანგარიშთან ერთად გამოვიდა, როცა ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18.5 ცენტს უახლოვდებოდა. თუმცა მონაცემების გამჟღავნების შემდეგ დოლარი გამყარდა და ერთი ევროს ფასი დოლარსა და 18 ცენტს ქვეშ წამოვიდა. გირვანქა სტერლინგის მიმართულებით გამყარება ნაკლები იყო და ბრიტანული ვალუტის ერთი ერთეული დაახლოებით დოლარი და 32 ცენტი ღირს. ერთი დოლარი 110 იენი ღირს.

ბიტკოინის ორად გახლეჩის შემდეგ, რომელმაც ბიტკოინის კონკურენტი კრიპტოვალუტა, ბიტკოინ ქეში წარმოშვა, ბაზარზე დაბნეულობაა. ბიტკოინის ფასი დაბლა წამოვიდა. BBC-მ იქბალ გენდჰემს, იტოროს სავაჭრო პლატფორმის მთავარ მენეჯერს ჰკითხა აზრი. მან უპასუხა, რომ არავინ იცის, რა მოხდება მოკლევადიან პერსპექტივაში. ბიტკოინის გახლეჩვა ჩინეთში დაფუძნებული მაინერების პატარა ჯგუფმა გამოიწვია, რომლებიც არ იყვნენ მოხარულნი ტრანზაქციების უფრო სწრაფად დამუშავების განახლებით. თუმა ბევრი პლატფორმა უარს ამბობს ბიტკოინ ქეშს მოემსახუროს და ეს ახალ კრიპტოვალუტას სიცოცხლეს ურთულებს. გახლეჩვის შემდეგ ბიტკოინის ფასმა ჯერ მოიმატა, დღეს კი 137 დოლარით დაიკლო და ერთი ბიტკოინი 2748 დოლარი ღირს.

ბიტკოინის მფლობელებისთვის ეს კარგი ამბავია, ორად გაყოფის შემდეგ მათ ორივე ვალუტაში თანაბარი ოდენობის კრიპტოვალუტა აღერიცხებათ, თუმცა ზემოთ დასახელებული მიზეზის გამო, ბიტკოინ ქეში გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ბიტკოინი, დაახლოებით 384 დოლარი. რაც შეეხება ბიტკოინის მეორე, გახლეჩვამდე კი მთავარ კონკურენტს, ეთერიუმს, მისმა ფასმა დაახლოებით 27.5 დოლარით მოიმატა და ახლა 219 დოლარი ღირს.