Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბედნიერები ვართ, იმით რომ ქართული საბანკო სექტორი სრულიად კერძოა"

59631eb6baf35
BM.GE
10.07.17 10:27
863
"ბედნიერები ვართ, იმით რომ ქართული საბანკო სექტორი სრულიად კერძოა“, - განაცხადა გადაცემაში „ანალიტიკა“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ. მისი თქმით, საბანკო სექტორის წარმატება სოწრედ იმაში მდგომარეობს, რომ 90-იანი წლების შემდგომ სახელმწიფო სფეროში არ ჩარეულა და საბანკო სექტორი საკუთარ სტრატეგიებს და საჭიროებებს თავად განკარგავს.

"ინვესტიციები მიდის იქ სადაც არის ყველაზე გამჭვირვალე გარემო, თამაშის წესები არის ცნობილი და კორპორატიული მართვა ღიაა. იმ სტანდარტების დანერგვა რასაც ჩვენ ვაპირებთ ხელს შეუწყობს როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო სექტორში ინვესტიციების მოზიდვას.

მიკროსაფინანსო სექტორს აქვს პოტენციალი რომ მეტი ინვესტიცია მოიზიდოს და გახდეს უფრო მსხვილი მოთამაშე ბაზარზე. 85 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გვაქვს დღეს და ძალიან ბევრ შემთხვავში, სამწუხაროდ, მათ კაპიტალი არ გააჩნიათ, სწორედ ამიტომ არის მაღალი პროცენტები და მომხმარებელთა უფებების დაცვის კუთხით ცუდი მდგომარეობა", - ამბობს კიკორია.