Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

კრიპტოვალუტების ბაზრის მიმოხილვა

59e7160de689b
შოთა დიღმელაშვილი
18.10.17 12:50
825
ბიტკონის ფასი სამშაბათს ოდნავ შემცირდა. გაიაფების მიზეზია, რომ ტრეიდერებს მოგების გამოტანა ადრე მოუნდათ. ბიტკოინის ფასი 5600 დოლარზე დაბლა წავიდა. თუმცა მისი სარეკორდო ნიშნული, 5876 ძალიან ახლოსაა. ბაზარი ელის 25 ოქტომბერს, როცა ბიტკოინს ბიტკოინ გოლდი უნდა გამოეყოს.
მეორე გამონაყოფი, ბიტკოინ ქეშის ფასი 13%-ით გაიზარდა, 324 დოლარამდე. სამხრეთ კორეულ ბიტჰამბზე სავაჭრო მოცულობებმა კარგი შედეგი დადო და ამან გააჩინა განცდა, რომ ქვეყანაში ბიტკოინ ქეშზე მეტი მოთხოვნაა.

მეორე უდიდესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი დაახლოებით 3.5%-ით გაიაფდა. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც ეთერიუმის ბლოკჩეინის პროტოკოლის განახლება, ბიზანტიუმი ჩაეშვა. ახლაერთი ეთერიუმის ფასი 322 ზოდალრს უახლოვდება.

დოლარის ფასმა გუშინ კვირანახევრის უმაღლეს წერტილს მიაღწია სხვა ძირითადი ვალუტების მიმართ.

დოლარის ფასის ზრდაზე იმოქმედა ამერიკის წარმოების სტატისტიკამ, რომელმაც გასულ თვეს პროგნოზების შესაბამისი ზრდა აჩვენა.

ცალკე ანგარიშმა აჩვენა რომ შტატების საექსპორტო და საიმპორტო ფასები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა სექტემბერში.

დოლარი ისედაც მოძლიერებული იყო ორშაბათს, ცნობების გამო, რომ პრეზიდენტი ტრამპი FED-ის ხელმძღვანელის ჯენეტ იელენის შემცვლელად მომავალ წელს სტენფორდელ ეკონომისტ ჯონ ტეილორს ამზადებს. ტეილორი უფრო აგრესიული მოთამაშეა, ვიდრე იელენი.

ევროს ფასი დოლარსა და 17.5 ცენტამდე დაეცა, მას შემდეგ, რაც გერმანული ეკონომიკური სენტიმენტის მოსალოდნელზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა.

შესუსტდა გირვანქა სტერლინგიც და მისი ფასი დოლარსა და 31.5 ცენტზე ოდნავ მაღლა შეჩერდა. Bank Of England-ის მმართველმა მარკ კარნიმ ხალხს სამშაბათს BREXIT-ის შეთანხმების შესაძლო მიუღწევლობის შედეგებიც გააცნო.

მან განაცხადა, რომ ბანკი მზადაა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც და აქვე აღნიშნა, რომ ბრიტანული ფირმები ნაკლებად თავდაჯერებულნი არიან ტრანზიციის თაობაზე.
ოდნავ გაძვირდა დოლარი იაპონური იენისტვისაც. დოლარის ფასი 112-ზე მეტ იენამდე ავიდა.