Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

2018 წლიდან გუდაურის ყველა ტრასაზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა დამონტაჟდება

596215b28f450
ანი ჯოხაძე
09.07.17 18:00
900
გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ საქმის კურსს მთის კურორტების განვითრების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რეზერვუარით მოხდება გუდაურის სათხილამუო ტრასების მთლიანი გათოვლიანება, რაც პირველ რიგში საშუალებას მისცემს კურორტს სეზონი ბევრად უფრო ადრე გაიხსნას.

„უახლოეს მომავალში დაიწყება გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარების მშენებლობა რომელიც მოიცავს გათოვლიანების მეორე ფაზას და 2018 წელს ჩვენ უკვე გვექნება მთლიანად გათოვლიანებული სათხილამურო ტრასები, რაც ხელს შეუწყობს სეზონის ადრე დაწყებას“, -აცხადებს ონოფრიშვილი.