Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში წლიურად 5.4%-ით გაიზარდა

595f9d378448b
BM.GE
07.07.17 18:40
878
ელექტროენერგიის ექსპორტი მაისში წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 200.1 გვტ.სთ-ს შეადგინა. ექსპორტის ძირითად მიმართულებას (მთლიანის 42.1%) თურქეთი წარმოადგენდა, რომელიც წლიურად 38.1%-ითაა გაზრდილი, 2016 წლის შედარებით დაბალი ბაზიდან (-29.7%წ/წ). G&T-ის ინფორმაციით, თურქეთის მიმართულებით უმსხვილესი ექსპორტიორები იყვნენ 89.0 მგვტ.-იანი ფარავან ჰესის მფლობელი, საქართველო ურბან ენერჯი (69.8%) და ახლადაშენებული, 47.5 მგვტ.-იანი ხელვაჩაური ჰესის მფლობელი კომპანია, აჭარ ენერჯი 2007 (22.5%). რუსეთის მიმართულებით ექსპორტი შემცირდა 22.6%-ით და ჯამური ექსპორტის 31.6% შეადგინა; ექსპორტი სომხეთში გაზრდილია 14.1%-ით და ჯამური ექსპორტის 25.8%-ს შეადგენს, ხოლო ექსპორტის დანარჩენი მოცულობა (0.5%) განხორციელდა აზერბაიჯანის მიმართულებით. რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ესკო იყო ერთადერთი ექსპორტიორი, ხოლო სომხეთში ექსპორტი გაიყო ესკოსა (49.0%) და საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას (სსეკ) შორის (51.0%). ესკომ სომხეთში ექსპორტი განახორციელა 2017 წლის თებერვალი-აპრილის პერიოდში სომხეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის სანაცვლოდ.