Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული ქვეყნები

59817b49b19da
BM.GE
02.08.17 11:11
901
Expert Market-მა მსოფლიოს მასშტაბით 36 ქვეყანა ერთმანეთს სამუშაო საათებისა და პროდუქტიულობის მიხედვით შეადარა. მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ქვეყანა ლუქსემბურგია, სადაც საათში 67 დოლარი იქმნება. მეორე ადგილზე ნორვეგიაა, რომლი ეკონომიკასაც საათში $52 ემატება. მესამე ადგილზე შვეიცარია მოხვდა, სადაც საათში $49 იქმნება. ხუთეულში არიან დანია (საათში $37,8) და ისლანდია (საათში $36,1).

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული ქვეყნების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. ქვეყანაში ერთ საათში $33,7 იქმნება. ავსტრალიაში ეს მაჩვენებელი საათში 33,3 დოლარია. ათეულს ირლანდია, ჰოლანდია და შვედეთი ასრულებენ, რომლის ეკონომიკებსაც საათში საშუალოდ 21-33 დოლარი ემატებათ.
Expert Market-ის რეიტინგის ოცეულში მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის გერმანია, ავსტრია, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ისრაელი.