Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თუკი სოფელში დაკეტილი სახლი გაქვთ - 17 წლის გოგოს ბიზნესი ზღვის დონიდან 2050 მეტრზე

59806b26cf7f9
ელენე გოგბერაშვილი
01.08.17 15:48
888
"მარიამის არტ-კაფე“ დღეს ბახმაროში ადგილობრივების და ტურისტების შეკრების ერთადერთი ადგილია. ბიზნესი 3 000 ლარით დაიწყო. ინვენტარი აჩუქეს. დედის დახმარებით იდეა რეალობად იქცა. სახლს, სადაც მარიამ ეჯიბია მხოლოდ არდადეგებზე ადიოდა, დღეს 20-მდე დამსვენებელი სტუმრობს.

"როცა უცხოელები მხედავენ, აღფრთოვანებულნი არიან როგორ დავიწყე პატარა გოგომ საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესი", - ამბობს მარიამი ,,საქმის კურსთან’’ საუბარში.

არტ-კაფის ინტერიერზე და ექსტერიერზე თავად იზრუნა. მარიამის ნამუშევრების გარდა, არტ-კაფედ ქცეულ ოდაში, მთაში სიარულით დაღლილ ვიზიტორებს ფერმწერ ხატია კობრეშვილის და ფოტოხელოვან გიორგი ისაკაძის ნამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

მარიამი ამბობს, რომ დღის 5 საათის შემდეგ გვიან საღამომდე არტ-კაფეში ყველა ადგილი დაკავებულია. შესაბამისად, დამწყები ბიზნესმენი უკვე გაფართოვებაზე ფიქრობს. მომავალი სეზონისთვის პატარა სასტუმროს გახსნასაც განიხილავს.

"ბიზნესი, რომელიც ზღვის დონიდან 2050 მეტრზე დავიწყე საკმაოდ შემოსავლიანი აღმოჩნდა. 20 ივლისს გავიხსენით. სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებს ვთავაზობთ. 3 ადგილობრივი მყავს დასაქმებული", - ამბობს მარიამი.

სეზონი ბახმაროში 15 სექტებრამდე გაგრძელდება. სივრცე, რომელიც ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის გართობის, დასვენების და ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების საუკეთესო ადგილად იქცა, ვიზიტორებს მომავალი სეზონიდან ისევ უმასპინძლებს.