Home
Category
TV Live Menu
Loading data...

უორენ ბაფეტი Energy Future Holdings-ს $9 მილიარდად ყიდულობს

5961d2a4ce9d5
BM.GE
09.07.17 11:00
828
უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway Energy-ი, ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიას Energy Future Holdings 9 მილიარდ აშშ დოლარად ყიდულობს. გარიგება წლის IV კვარტალში დაიხურება. ამ შენაძენის დამსახურებით, Berkshire-ის კონტროლის ქვეშ გადავა ენერგეტიკული კომპანია Oncor-ი, რომელიც ტეხასში დაახლოებით 10 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.

მანამდე კომპანია NextEra Energy Resources-ი Oncor-ის შესაძენად 18.4 მილიარდ აშშ დოლარს იხდიდა, თუმცა მარეგულირებლებმა გარიგება შეაჩერა.
კომპანია Berkshire Hathaway Energy ელექტროენერგიის და კომუნალური სფეროს კომპანიების ფასიან ქაღალდებს ფლობს, რომლებიც მთელი აშშ-ის ტერიტორიაზე მუშაობენ. გარიგება კი მას პორტფელის გაფართოვების საშუალებას მისცემს.