Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

"ენერგეტიკა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გააზრებული პოლიტიკით, გახადო სექტორი მიმზიდველი"

58cfbc27468ed
BM.GE
20.03.17 15:24
1237
"ენერგეტიკა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გააზრებული პოლიტიკით, გახადო სექტორი მიმზიდველი",- ამის შესახებ "საქმის კურსს" საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია თურნავამ განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ ინვესტორებს იმდენად კარგი პირობები შესთავაზა, რომ ეს სექტორი მეტად მიმზიდველი გახდა, ვიდრე იქნებოდა მხარდაჭერის გარეშე.

"ანალოგიური პოლიტიკა უნდა გავატაროთ სხვა მიმართულებითაც. ინოვაციური სექტორებს ემყარება ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორის ეკონომიკური ზრდა, როგორიცაა მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები. ჩვენ ამისთვის ვემზადებით, რიგი პროგრამები განვახორციელეთ კიდეც, როგორიცაა სტარტაპ საქართველო, თუმცა, ამ მიმართულებით აქტივობები უნდა გავაგრძელოთ",- განაცხადა თურნავამ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ წელს ინვესტიციების ზრდაა აუცილებლად გაგრძელდება.