Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ყველაზე მეტი პრემია "'ჯიპიაი ჰოლდინგმა" მიიზიდა

59a14e562d6b6
BM.GE
26.08.17 18:00
655
მოზიდული სადაზღვევო პრემიების მოცულობით სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ლიდერობს. დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 64 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა - 14 მილიონით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეორე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" 49 მილიონით. წინა წელთან შედარებით მოზიდული პრემიის მოცულობა წელს 7 მილიონით არის გაზრდილი. შარშან "ალდაგმა" მეორე კვარტალში 42 მილიონი ლარი მიიზიდა.

შემდეგ მოდის "იმედი L", რომელსაც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება აქვს. წელს სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობამ 30 მილიონი შეადგინა, შარშან კი ეს მაჩვენებელი 43 მილიონი ლარი იყო.

მცირედი კლება აქვს პსპ დაზღვევასაც. წელს კომპანიამ მეორე კვარტალში 27,28 მილიონი ლარის მოზიდვა შეძლო, შარშან კი ეს მაჩვენებელი 27,81 მილიონი ლარი იყო.
ხუთეულს სადაზღვევო კომპანია „არდი“ ასრულებს. კომპანიის მიერ მეორე კვარტალში მოზიდულმა პრემიამ 19,17 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს დაახლოებით 3 მილიონი ლარით აღემატება. შარშან კომპანიამ 15, 86 მილიონი ლარის მოზიდვა შეძლო.

2017 წლის II კვარტლის ბოლოს რეგისტრირებულია 16 სადაზღვევო კომპანია, 15 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.