Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"ბადაგი" შემოდგომიდან ჩირის ქარხანას აამუშავებს

59197952355ab
სალომე მეცხვარიშვილი
15.05.17 14:30
1075
ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია "ბადაგი" შემოდგომიდან ჩირის ქარხანას აამუშავებს. კომპანიის დამფუძნებელი ინგა ყაჯრიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ პროექტი უკვე მზად არის, თუმცა, დაფინანსებას ელოდება.

ახალი წარმოების დაწყება კახეთში იმავე ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც ჩურჩხელის დამზადება ხდება. კომპანია აპირებს როგორც ახალი შენობის, ასევე ახალი დანადგარების შეძენას, რის შემდეგაც ჩირის წარმოებას დაიწყებს.

პროექტის ღირებულება დაახლოებით მილიონი ლარია.

"ბადაგი" პირველ ეტაპზე რამდენიმე სახეობის, მათ შორის, ლეღვისა და ქლიავის ჩირებს დაამზადებს. ნედლეულს კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებს.

საწარმოს გახსნის ზუსტ თარიღს კომპანიაში ვერ ასახელებენ და აცხადებენ, რომ წარმოებას ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყებენ.