Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სომხური მედია: სომხეთი ზემო ლარსის ალტერნატივად საბორნე მიმოსვლას განიხილავს

591056d1a66db
BM.GE
08.05.17 18:05
1369
სომხეთი ზემო ლარსის ალტერნატივად საბორნე მიმოსვლას განიხილავს,- ამის შესახებ სომხური მედია წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთმა ზემო ლარსის ალტერნატივა იპოვა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ტრანსპორტის მინისტრს დაავალა, რომ რუსეთთან სატრანსპრტო ალტერნატივაზე იმუშაოს და ამასთან დაკავშირებით შეხვედრები გამართოს ქართულ და რუსულ მხარეებთან.

"ზემო ლარსის ალტერნატივად ჩვენ განვიხილავთ არამხოლოდ საავტომობილო გზას, არამედ საბორნე მიმოსვლის შესაძლებლობასაც",- აცხადებს სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი.

მისივე თქმით, ტვირთების გადაზიდვა რკინიგზისა და ბორნის მეშვეობით ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საავტომობილო გადაზიდვა.

"ჩვენ უკვე ვიყენებთ საბორნე გადაზიდვებს, თუმცა, მზა საქონელისა და არამალფუჭებადი პროდუქციისთვის",- აცხადებს მარტიროსიანი.

მისივე თქმით, წელს ქართული მხარე ზემო ლარსზე გვირაბს აშენებს, რომელიც 2018 წელს დასრულდება და მოძრაბას მკვეთრად განტვირთავს.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ეს დამოკიდებულია რუსეთისა და საქართველოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობაზე.