ჰაკერებმა HBO-ს ბაზიდან რამდენიმე სერია და სცენარი მოიპარეს და ინფორმაციის გამოსასყიდად 6 მილიონი აშშ დოლარის გადახდას ითხოვენ.
კიბერთავდამსხველებმა სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნეს, რომლშიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელესერიალის ’’სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონის მეხუთე სერიის სცენარია მოცემული.
კიბერდამნაშავეებმა ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც საუბრობენ, რომ HBO მარკეტინგზე 12 მილიონს და დამატებით 5 მილიონს რეკლამაზე ხარჯავს.
’’ჩავთვალოთ, რომ გამოსასყიდი მათი სარეკლამო ბიუჯეტის ერთ-ერთ პუნქტია“-ამბობენ ჰაკერები.
HBO-ს ვიცე პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.