Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"მე არ მგონია, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ის თემაა, რომლის გარეშეც ჩვენ ბიზნესის განვითარებას ვერ შევძლებთ"

5901fd2f0de0f
სალომე მეცხვარიშვილი
27.04.17 18:15
706
"მე არ მგონია, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ის თემაა, რომლის გარეშეც ჩვენ ბიზნესის განვითარებას ვერ შევძლებთ, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, ის ემხრობა კანონპროექტს, რომელიც გუშინ პარლამენტში მისმა კოლეგამ ოთარ დანელიამ განიხილა.

"მე არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომლის გარეშც ჩვენ ვერ შევძლებთ ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ხელშემწყობი პოლიტიკა იქნება საკმარისი, რომ მიწის გაყიდვის გარეშეც შევძლოთ განვითარების იმ მაჩვენელის მიღწევა, რომელიც შესაძლებელია“, - ამბობს კაკულია.

კითხვაზე დააზიანებს თუ არა ორგანული კანონი ქვეყნის იმიჯს და იმოქმედებს თუ არა ინვესტიციების შემოდინებაზე კაკულია პასხობს:

"თუ ბიზნეს გარემო, იქნება ისეთი ხელშემწყობი, რომელიც როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ბიზნესმენისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ხელშესახები, უცხოელი ინვესტორებისთვის, ის იქნება ასევე მიმზიდველი", - განაცხადა კაკულიამ.