Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Qualcomm-ი Apple-სგან მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვს

59620ab295e1e
BM.GE
09.07.17 14:50
924
მიკრო პროცესორების მწარმოებელი კომპანია Qualcomm-ი Apple-თან სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. კომპანიებს შორის დავა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
Qualcomm-მა აშშ-სა და აზიის ქვეყნებში iPhone-ის გაყიდვის აკრძალვა მოითხოვა და ამასთანავე, Apple-სგან 1 მილიარდ დოლარს ითხოვს, რომლის გადახდასაც ოპონენტი კომპანია არ აპირებს. საქმე საერთაშორისო ვაჭრობის კომისიასა (ITC) და ფედერალურ სასამართლოს გადაეცა. საჩივრის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ჩინეთში წარმოებული iPhone-ები ამერიკაში არ უნდა იყიდებოდეს, თუ მათი პატენტი დაცული არაა.

ამერიკული ჩიპების კომპანია ბრალს დებს Apple-ს, რომ მათი 6 ტექნოლოგიური პატენტი, რომლებიც iPhone-ების მნიშვნელოვანი მახასიათებლებია, დარღვევით და უსამართლოდ გამოიყენება, რადგან Apple-ი მათი მუდმივი გამოყენებისთვის თანხას არ იხდის.