Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შევიდა

599f1ff24041f
BM.GE
25.08.17 10:00
679
სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში თითქმის ორჯერ მეტი თანხა შევიდა. საქართველოს ბიუჯეტის 7 თვის მონაცემებით, სფეროდან მიღებულმა შემოსავლებმა 66 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა კი 37 მილიონი ლარი იყო.

მკვეთრი მატება შეინიშნება სათამაშო აპარატებიდან და ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულ შემოსავლებში.

მხოლოდ სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავლები წელს 13 მილიონი ლარით არის გაზრდილი. თუ შარშან ამ მიმართულებით 23,6 მილიონი ლარი იყო შემოსული, წელს ეს მაჩვენებელი 36,8 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ელექტრონული ფორმის თამაშობიდან მიღებულ შემოსავლებს, წელს შემოსავლები ამ მხრივ 7-ჯერ არის გაზრდილი. თუ შარშან იანვარ-ივლისში მიღებული იყო მილიონ 423 ათასი ლარი, წელს ეს მაჩვენებელი 10,3 მილიონი ლარია.

გაზრდილია სამორინეებისა და კლუბის მაგიდიდან მიღებული შემოსავლებიც. წელს სამორინეს მაგიდიდან 5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი შევიდა ბიუჯეტში და თანხამ 15,6 მილიონი ლარი შეადგინა. კლუბის მაგიდიდან მიღებული შემოსავლებიც გაორმაგებულია. წელს 7 თვეში ამ მიმართულებით ბიუჯეტში 314 ათასი ლარი შევიდა, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 139 ათასი ლარი.

აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან მიღებულმა შემოსავლები მიმდინარე წლის 7 თვეში 221 ათასი ლარი იყო, შარშან კი 113 ათასი ლარი. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა.