Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართა

592579d0f3aa8
BM.GE
24.05.17 16:13
733
24 მაისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოვიდნენ და საბჭოს წევრებს სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესები გააცნეს. ასევე, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს. სიტყვით გამოსვლების შემდეგ გაიმართა ღის დისკუსია. საბჭოს წევრი ბზინეს-ასოციაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ სოფლის მეურნეობის მიმართულებით კითხვები პირადად მინისტრისთვის დაესვათ.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგში იყო ასევე პალატის ახალი სტრატეგიის წარდგენა.

მეორე გაფართოებული სხდომის ფარგლებში საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაციის დაფუძნების შესახებ. ასევე, ღონისძიებაზე მოხდა პალატის საბჭოს გაფართოებაც. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში მყოფ ბიზნეს-ასოციაციათა რიგებს კახური ღვინის გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო შეემატნენ.
საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს პალატის პრიორიტეტებს და იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. კანონის მიხედვით, პალატის საბჭოში გაწევრიანების უფლება ყველა მოქმედ ბიზნეს-ასოციაციას აქვს. პალატის საბჭოს მოწყობის პრინციპი უზრუნველყოფს პალატის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაში საქართველოს ბიზნეს სექტორის ჩართულობას.