Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ამირან გამყრელიძე: ტკიპები არ არიან მნიშვნელოვანი დაავადების გადამტანი და პანიკა საჭირო არაა

596398c3550e1
BM.GE
10.07.17 19:07
1398
ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის არაერთი მომხარებელი წერს ლისის ტბაზე ინფექციის გადამტანი მწერების შესახებ. მათი ნაწილი ამბობს, რომ ტკიპის კბენის შედეგად ინფექცია შეეჭრათ.

თემის კომენტირებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლისის ტბაზე ტკიპების არსებობა ზაფხულის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენა. გამყრელიძე მოქალაქეებს აჟიოტაჟის შექმნისგან თავის შეკავებას სთხოვს და აცხადებს, რომ ტკიპები მნიშვნელოვანი დაავადების გადამტანი არ არიან.

„ძალიან გთხოვთ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. არავითარი სავალალო შედეგი არაა.

ზაფხულია, ტკიპები ამ დროს არიან, განსაკუთრებით იქ, სადაც წყალსატევებია. ეს ტკიპები არ არიან მნიშვნელოვანი დაავადების გადამტანი და არავითარი პანიკა ამასთან დაკავშირებით საჭირო არ არის’’-აცხადებს ამირან გამყრელიძე.