Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისს ახალი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი ემატება

59c236bb8edf8
ელენე გოგბერაშვილი
20.09.17 13:35
1107
30 სექტემბრიდან "ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში" საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იხსნება. 110 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე 400-მდე მაღაზია განთავსდება, მათ შორისაა: ავეჯის, სამშენებლო მასალების, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები. როგორც "საქმის კურსს" ინვესტორ კომპანიაში განუცხადეს, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრი არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტი გახდება. სავაჭრო ცენტრში განთავსდება როგორც ჩინური, ასევე ქართული და სხვადასხვა ქვეყნის არაბრენდული საქონელი. სავაჭრო ცენტრის ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით პირველი ორი
დღის განმავლობაში ,,ჰუალინგი’’ თავად უზრუნველყოფს მომხმარებელთა ტაქსით უფასო გადაადგილებას.

საბაზრო და სავაჭრო ტერიტორია მოიცავს საბაზრო ზონას, გადამამუშავებელ ზონას, საბაჟო გადასახადებისგან თავისუფალ ტერმინალს, სასაწყობო ზონას, კომერციულ საფეხმავლო ქუჩას და სხვა სახის დაწესებულებებს.

დღეისათვის უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინეთის, თურქეთის, დუბაისა და სხვა ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებთან, "თბილისის ზღვის პლაზაში“ საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით. სავაჭრო ობიექტები დატვირთულია ისეთი სხვადასხვა სახეობის პროდუქციით, როგორებიცაა: ტანსაცმელი, ჩანთა, ჩემოდნები, საკვები, ავეჯი, სამშენებლო მასალები, განათება, საბავშვო სათამაშოები, ჰიგიენური საშუალებები, ავტო მანაქანის ნაწილები და სხვა. „თბილისის ზღვის პლაზაში“ ასევე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, ბანკები და სხვა დაწესებულებები.