Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არაბული მედია: "რაკია ჯორჯიას" ყოფილი ხელმძღვანელები და ქართველი პარლამენტარი სასამართლომ 17,2 მილიონის მითვისებისთვის გაასამართლა

5924522442a46
BM.GE
23.05.17 19:22
1444
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, - ინფორმაციას Gulf Business ავრცელებს. გელა მიქაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია "პატრიოტთა ალიანსიდან".

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება 17,2 მილიონი დოლარის მითვისებას. შედეგად, სასამართლომ გელა მიქაძეს 12,8 მილიონის, გიორგი ჯანაშიას კი 4,4 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხება ფოთის პორტსა და Raystar Trade LLP-ს შორის ჯერ დადებულ და შემდეგ გაუქმებულ ხელშეკრულებას ერთობლივი ვენჩურული კომპანიის შექმნის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, Raystar Trade-ის ბენეფიციარები მიქაძე და ჯანაშია იყვნენ და ამის შესახებ მხოლოდ მასაადისთვის იყო ცნობილი.

"შეთანხმება ამ სამ პიროვნებას შორის იყო დადებული და ყველა მათგანისთვის ცნობილი იყო, რომ Raystar-ს არ შეეძლო რაიმე კონტრიბუციის ჩადება რამდენადაც კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი გამოცდილება და მხარეებისთვის ცნობილი იყო, რომ კონტრაქტი გაუქმდებოდა, რის შემდეგაც რაკია თანას გადაუხდიდა Raystar-ს",- აცხადებს რაკია.

"თანხამ შეადგინა 17,2 მილიონი დოლარი და გადარიცხულ იქნა შვეიცარიულ ბანკში მიქაძისა და ჯანაშიას ანგარიშებზე", - აცხადებს რაკია.

ვერდიქტში ნათქვამია, რომ სამივე მსჯავრდებულმა განზრახ მიაყენა ზიანი Ras Al Khaimah Investment Authority-ის ფულად სახსრებსა და ინტერესებს.

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტებზე, შპს "რაკიინ დეველოპმენტის" და შპს "რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას" ყოფილი დირექტორი, გელა მიქაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2013 წელსაც მისცა. მაშინ საქმე ეხებოდა არაბი ინვესტორების თანხმობის გარეშე, 2011 წლის 10 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით მართლსაწინააღმდეგოდ, მის მიერ რეგისტრირებულ არარეზიდენტ კომანდიტურ საზოგადოება "ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი"-ზე, სიმბოლურ ფასად 1 ლარად 16 940 000 ლარის ღირებულების შპს ,,რაკიინ დეველოპმენტის" 8.47%-იანი წილის გადაფორმებას.